ინტერნეტი მანქანებისთვის ხელახლა შენდება

ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა დიდი ხანია შექმნილია ადამიანებზე მორგებით, რომლებიც ეძებენ, აწკაპუნებენ, სქროლავენ და სტრიმავენ სტაბილური, პროგნოზირებადი ტემპით. AI აგენტები კი სხვანაირად იქცევიან: მათ შეუძლიათ წამებში შექმნან აქტივობის ტალღა, აამუშაონ მრავალი სუბ-აგენტი, რომლებიც ერთდროულად ასობით მონაცემთა ბაზას გამოკითხავენ და მყისიერად გაქრნენ.

ამ რეალობის გათვალისწინებით, Amazon თავისი ქსელური ინფრასტრუქტურის ძირითად ნაწილს ცვლის. AWS-მა წარადგინა OpenSearch Serverless-ის ახალი თაობა, რომელიც სპეციალურად აგენტური დატვირთვებისთვის შეიქმნა. AWS აცხადებს, რომ ახალ სისტემას შეუძლია მყისიერად გაზარდოს სიმძლავრეები და შემცირდეს ნულამდე, როდესაც აგენტები უმოქმედოდ არიან.

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ადამიანზე ორიენტირებული ინტერნეტისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა ეფექტურად ვერ მუშაობს აგენტებით დასახლებულ სამყაროში. Cloudflare-ის მონაცემებით, ბოტებზე მოდიოდა HTTP ტრაფიკის 31% ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო 2027 წლისთვის არამანქანური ტრაფიკი ადამიანისას გადააჭარბებს.

AWS-ის OpenSearch Serverless-ის მთავარი ტექნიკური ცვლილება არის გამოთვლითი რესურსების (compute) და მეხსიერების (storage) გამიჯვნა. ეს საშუალებას იძლევა გამოთვლითი სიმძლავრეები წამებში გაიზარდოს ტრაფიკის პიკისას, ხოლო პაუზის დროს შემცირდეს ნულამდე, რაც მომხმარებელს უსარგებლო ხარჯებისგან ათავისუფლებს.

ეს ტენდენცია მთელ ინდუსტრიაში ვრცელდება: Databricks, Snowflake, Microsoft და Cloudflare ასევე აქტიურად აახლებენ თავიანთ ინფრასტრუქტურას AI აგენტების ქცევისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რაც უფრო მეტი კომპანია დანერგავს AI აგენტებს, მით უფრო სწრაფად გარდაიქმნება ინფრასტრუქტურა მანქანებზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოდ.

წყარო: techcrunch.com