ილონ მასკმა SpaceX-ისა და Tesla-სთვის ჩიპების წარმოების გეგმები წარადგინა

ილონ მასკმა Tesla-სა და SpaceX-ს შორის ჩიპების წარმოების კუთხით თანამშრომლობის ამბიციური გეგმები წარადგინა.

Bloomberg-ის ცნობით, მასკმა თავისი გეგმები ტეხასში, ოსტინში გამართულ ღონისძიებაზე გააზიარა. გავრცელებული ფოტოს მიხედვით, ობიექტი, რომელსაც მასკი "Terafab"-ს უწოდებს, ოსტინში Tesla-ს სათავო ოფისისა და "gigafactory"-ის მახლობლად აშენდება.

მასკის თქმით, ის ამ პროექტს იწყებს, რადგან ნახევარგამტარების მწარმოებლები საკმარისად სწრაფად ვერ ქმნიან ჩიპებს მისი კომპანიების AI და რობოტიკის საჭიროებებისთვის: „ჩვენ ან უნდა ავაშენოთ Terafab-ი, ან დავრჩებით ჩიპების გარეშე, ჩვენ კი ჩიპები გვჭირდება, ამიტომ Terafab-ს ავაშენებთ.“

მიზანი ისეთი ჩიპების წარმოებაა, რომლებიც დედამიწაზე წელიწადში 100-დან 200 გიგავატამდე, ხოლო კოსმოსში ერთ ტერავატ გამოთვლით სიმძლავრეს უზრუნველყოფს. მას პროექტის ვადები არ დაუსახელებია.

როგორც Bloomberg აღნიშნავს, მასკს ნახევარგამტარების წარმოების გამოცდილება არ აქვს, თუმცა მას მიზნებსა და ვადებთან დაკავშირებით გადაჭარბებული დაპირებების გაცემა სჩვევია.

წყარო: techcrunch.com