
ილონ მასკმა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ჩიპების ქარხნის, Terafab-ის მშენებლობის გეგმების შესახებ განაცხადა, რომელსაც ერთობლივად Tesla და SpaceX უხელმძღვანელებენ. მთავარი მიზანი მასკის სხვადასხვა კომპანიისთვის რობოტიკის, AI-სა და კოსმოსური მონაცემთა ცენტრების მიმართულებით ჩიპების მასშტაბური წარმოებაა.
როგორც სხვა ტოპ-მენეჯერებმა, მასკმაც გამოთქვა შეშფოთება ჩიპების ინდუსტრიის შესაძლებლობების გამო, დააკმაყოფილოს AI სექტორის სწრაფი ზრდით გამოწვეული მოთხოვნა. თუმცა, ჩიპების ქარხნის აშენება რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს მილიარდობით დოლარს, წლებსა და სპეციალიზებულ აღჭურვილობას. გარდა ამისა, როგორც Bloomberg აღნიშნავს, მასკს „არ აქვს ნახევარგამტარების წარმოების გამოცდილება და ხშირად იძლევა გადაჭარბებულ დაპირებებს მიზნებსა და ვადებთან დაკავშირებით“.
Bloomberg-ის თანახმად, მასკმა განაცხადა: „ან ავაშენებთ Terafab-ს, ან დავრჩებით ჩიპების გარეშე, ჩვენ კი ჩიპები გვჭირდება, ამიტომ ვაშენებთ Terafab-ს“. მან ასევე ისაუბრა გეგმებზე, გამოუშვას ჩიპები, რომლებიც დედამიწაზე წელიწადში 200 გიგავატამდე, ხოლო კოსმოსში ერთ ტერავატამდე გამოთვლით სიმძლავრეს უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ მასკმა მოსალოდნელი გამოთვლითი სიმძლავრის მასშტაბებზე ისაუბრა, მას არ დაუსახელებია კონკრეტული ვადები, თუ როდის მიაღწევს კომპანია ამ მიზნებს ან როდის ამოქმედდება ქარხანა.
წყარო: theverge.com



