
გერმანულმა კომპანიამ Isar Aerospace წარმატებით განახორციელა ევროპის პირველი სრულად კომერციული ორბიტალური რაკეტის გაშვება. გასული წლის მარტში განხორციელებული პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად კომპანიამ ორსაფეხურიანი რაკეტა Spectrum-ი ნორვეგიის კოსმოსური პორტიდან დედამიწის დაბალ ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა.
Isar Aerospace-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა დანიელ მეცლერმა აღნიშნა, რომ ეს მიღწევა ევროპისთვის კოსმოსურ სივრცეზე სუვერენულ წვდომას უზრუნველყოფს. მისი თქმით, გაშვების პროცესი გლობალური კოსმოსური ინდუსტრიისთვის დღემდე ყველაზე დიდ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენდა, ახლა კი კომერციული და ინსტიტუციური მომხმარებლებისთვის რეალური ალტერნატივა გაჩნდა.
აქამდე ევროპა ძირითადად Arianespace-სა და Avio-ზე იყო დამოკიდებული, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით ოპერირებენ. არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროპული ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ დამოკიდებულება აშშ-სა და რუსულ Soyuz-ის რაკეტებზე. ევროპის კოსმოსური სააგენტო უკვე აქტიურად უჭერს მხარს „ევროპული პროდუქტის“ პოლიტიკას, რაც რეგიონის ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას კიდევ უფრო აძლიერებს.
წყარო: theverge.com






