დიდი ბრიტანეთი 1.47 მილიარდი დოლარის ინვესტიციით AI სუპერკომპიუტერს ქმნის

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 1.47 მილიარდი დოლარის ღირებულების მასშტაბური გეგმა წარადგინა, რომელიც ქვეყნის დამოკიდებულებას უცხოურ AI ტექნოლოგიებზე შეამცირებს. ინიციატივის ფარგლებში, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება ეროვნული AI სუპერკომპიუტერის შექმნაზე, საიდანაც 530 მილიონი დოლარი უშუალოდ აპარატურულ უზრუნველყოფას, მათ შორის 200 მილიონი დოლარი კი სპეციალიზებულ ჩიპებს მოხმარდება.

პროექტის პრიორიტეტი ბრიტანული სტარტაპების მხარდაჭერაა. მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Olix და Fractile, რომლებიც ინოვაციურ ჩიპებს ავითარებენ. სუპერკომპიუტერი ბრიტანელი მკვლევრებისა და სტარტაპებისთვის 2030 წლიდან გახდება ხელმისაწვდომი.

ეს ნაბიჯი ევროპაში მიმდინარე „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის“ გაძლიერების ნაწილია. დიდი ბრიტანეთის ტექნოლოგიების მინისტრის, ლიზ კენდალის განცხადებით, გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად, AI სუვერენიტეტი ქვეყნის მდგრადობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ სფეროში აშშ-ისა და ჩინეთის დომინაცია აშკარაა, ბრიტანეთი უარს ამბობს დეფეტიზმზე და საკუთარი ნიშის დაკავებას ცდილობს.

სტრატეგია მოიცავს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ SovAI-ის ფონდს, რომელიც ადგილობრივ სტარტაპებში ინვესტირებას ახდენს. ექსპერტების აზრით, მთავრობის მიერ მსხვილი დამკვეთის როლის შესრულება ბრიტანულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ქვეყანაში დარჩენისა და განვითარების მყარ გარანტიას მისცემს.

წყარო: wired.com