
Blue Cross Blue Shield Association-ის (BCBSA) კვლევის თანახმად, საავადმყოფოების მიერ სადაზღვევო მოთხოვნების წარდგენისას ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენებამ ორწლიან პერიოდში ჯანდაცვის ხარჯები 942 მილიონი დოლარით გაზარდა.
BCBSA-ის ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტების სამედიცინო ჩანაწერებში კომპლექსური დიაგნოზების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არსებობს „აშკარა შეუსაბამობა სამედიცინო კოდირებასა და რეალურ მკურნალობას შორის“, რადგან არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი ან მოცულობა შესაბამისად შეიცვალა.
The New York Times-ის შეფასებით, ეს მონაცემები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ AI ჯანდაცვის სექტორში ხარჯების ზრდას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოებსა და მზღვეველებს შორის დავა გადახდებთან დაკავშირებით ახალი არ არის, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობამ ორივე მხარეს ეს პროცესი კიდევ უფრო გაამწვავა.
AI სტარტაპ Abridge-ის დამფუძნებელი, დოქტორი შივ რაო აღიარებს, რომ AI-ის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა „დისტოპიურ მომავალამდე მიგვიყვანოს, სადაც ბოტები ერთმანეთს ებრძვიან“. თუმცა, ის იმედოვნებს, რომ ტექნოლოგიას დაძაბულობის განმუხტვა და ხარჯების შემცირებაც შეუძლია.
თავის მხრივ, BCBSA-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ლუკ ჩალკერი არსებულ ვითარებას „ცალმხრივ ხოცვა-ჟლეტას“ უწოდებს, სადაც, მისი თქმით, მზღვეველები წაგებულ პოზიციაში იმყოფებიან.
წყარო: techcrunch.com





