
ბირთვულმა startup-მა X-energy-მ გუშინ გამართულ პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO) $1 მილიარდი მოიზიდა. კომპანიამ 44.3 მილიონი აქცია გაყიდა, თითოეული $23-ად, რაც მნიშვნელოვნად აღემატება თავდაპირველად დაგეგმილ $16-$19 დიაპაზონს. კომპანია დაახლოებით $800 მილიონის მოზიდვას ვარაუდობდა.
აქციებით ვაჭრობა პარასკევს, Nasdaq-ის ბირჟაზე, ტიკერით XE დაიწყება.
X-energy მცირე მოდულურ რეაქტორებს აშენებს, რომლებსაც ელექტროენერგიის გამომუშავება ან ინდუსტრიული პროცესებისთვის სითბოს მიწოდება შეუძლიათ. კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება Dow-სთან ტეხასის ქიმიური ქარხნისთვის სითბოსა და ენერგიის მიწოდებაზე, ასევე Amazon-თან, რომლის მიხედვითაც 2039 წლამდე 5 გიგავატი ბირთვული ენერგია უნდა გაყიდოს. X-energy-ს Series C-1 რაუნდს Amazon-ის Climate Pledge Fund ლიდერობდა.
X-energy-ის მსგავსი ბირთვული startup-ების ზრდას ხელს უწყობს ელექტროენერგიაზე მონაცემთა ცენტრებისა და ეკონომიკის სხვა ელექტრიფიცირებული სექტორების მხრიდან მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა.
კომპანიის განცხადებით, მისი რეაქტორები 80 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. თითოეული Xe-100 რეაქტორი ჰელიუმის გაზით გრილდება, რომელიც TRISO-ს საწვავით სავსე სპეციალურ მარცვლებზე გაედინება. TRISO-ს საწვავი, რომელიც ნახშირბადსა და სილიციუმში გახვეულ ურანის ბირთვს შეიცავს, წლების წინ შეიქმნა და ტრადიციულ საწვავთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა. X-energy-ის განცხადებით, მათ საწვავს უფრო მაღალი ტემპერატურის გაძლება შეუძლია, რაც გამოჟონვის და ბირთვის დადნობის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.
წყარო: techcrunch.com







