
კიდევ ორი მსხვილი მედიაორგანიზაცია, The Seattle Times და Newsday, OpenAI-სა და Microsoft-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. საჩივრის თანახმად, ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაწვრთნისთვის ჟურნალისტურ მასალებს უკანონოდ იყენებენ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ გენერაციული AI ინდუსტრიისთვის დამანგრეველ ძალას წარმოადგენს. მოსარჩელე მხარე ტექნოლოგიას „გველს“ ადარებს, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს და საფრთხეს უქმნის იმ მედიაორგანიზაციების არსებობას, რომელთა კონტენტზეც თავად არის დაფუძნებული.
„ChatGPT და CoPilot პოზიციონირებენ როგორც კონტენტის შემქმნელები, თუმცა სინამდვილეში ისინი ადამიანების მიერ შექმნილ მასალებს შთანთქავენ და სანაცვლოდ ორიგინალური ნაშრომების დერივატიულ ასლებს გვთავაზობენ, რაც მათ კომერციულ მიზნებს ემსახურება“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მსგავსი სარჩელი The New York Times-მაც შეიტანა. The Seattle Times-ის შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან გამოცემა აქამდე Microsoft-ისა და OpenAI-ს მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და სტიპენდიებში მონაწილეობდა. Microsoft-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია სარჩელით გაკვირვებულია, თუმცა მზადაა დიალოგისთვის და დავის გადასაჭრელად.
წყარო: techcrunch.com






