
გასულ წელს, ტეხასში, ოსტინის მახლობლად მდებარე Tesla-ს ქარხანაში სამუშაო ძალა მკვეთრად შემცირდა. მიზეზი კომპანიის გაყიდვების ზედიზედ მეორე წლით ვარდნაა, რასაც Austin American-Statesman-ის მიერ მოპოვებული ანგარიში ადასტურებს.
2024 წელს ქარხანაში დასაქმებული 21,191 ადამიანიდან 2025 წელს მაჩვენებელი 16,506-მდე შემცირდა (22%-იანი ვარდნა). ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მონაცემებით, კომპანიის გლობალური სამუშაო ძალა 2024 წლის 125,665 თანამშრომლიდან 2025 წელს 134,785-მდე გაიზარდა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდებს შეეხო შტატების შემცირება ყველაზე მეტად. თუმცა, 2022 წელს გახსნის შემდეგ, კომპანია ოსტინის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი გახდა. CEO-მ, Elon Musk-მა Tesla-ს სათავო ოფისი ამ ქარხანაში ჯერ კიდევ 2021 წელს გადაიტანა. ახალი ანგარიშის თანახმად, დღემდე კომპანიამ აღნიშნულ ობიექტში 6.3 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
წყარო: techcrunch.com







