Sony Music და Warner-მა Anthropic-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლეს

Sony Music Publishing, Warner Chappell და სხვა მუსიკალური გამომცემლობები ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია Anthropic-სა და მის თანადამფუძნებლებს, დარიო ამოდეის და ბენჯამინ მანს, სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელე მხარე კომპანიას „საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების უკანონო ჩამოტვირთვის, სკრაპინგისა და მასობრივი ქურდობის“ ბრალდებას უყენებს.

კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, Anthropic-მა საკუთარი AI მოდელის, Claude-ის გაწვრთნისთვის ათასობით დაცული ნაწარმოები უკანონოდ გამოიყენა. Anthropic-ის წარმომადგენელმა აღნიშნულ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება პრეტენზიებს და სასამართლოში საკუთარი პოზიციის მტკიცედ დაცვას აპირებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Anthropic ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გამო სამართლებრივი დავის წინაშე დგება. მსგავსი სარჩელები კომპანიის წინააღმდეგ ადრეც იყო შეტანილი, მათ შორის Universal Music Group-ისა და სხვადასხვა ავტორების მიერ. მიმდინარე საქმე განსაკუთრებით მასშტაბურია, რადგან ის Anthropic-ს „ღია მეკობრეობაში“ ადანაშაულებს, რაც, მოსარჩელეთა მტკიცებით, მოიცავს მილიონობით წიგნის, სიმღერის ტექსტისა და ნოტების უკანონო მოპოვებას ტორენტ-საიტების საშუალებით.

წყარო: techcrunch.com