
SoftBank Group-მა განაცხადა, რომ საფრანგეთში მონაცემთა ცენტრების სიმძლავრის გასაფართოებლად 75 მილიარდ ევრომდე (დაახლოებით 87 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას გეგმავს.
კომპანიის მიზანია 5 გიგავატამდე დამატებითი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრების განვითარება და ოპერირება. პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს ობიექტების მშენებლობას დუნკერკში (Loon-Plage), ბოსკელსა და ბუშენში, რამაც 2031 წლისთვის Hauts-de-France-ის რეგიონს 3.1 გიგავატი სიმძლავრე უნდა მიაწოდოს.
SoftBank, რომელიც OpenAI-ის როგორც ინვესტორი, ისე მსხვილი კლიენტია, აღნიშნავს, რომ ეს იქნება მისი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია ევროპის AI ინფრასტრუქტურაში.
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის, როლან ლესკიურის (Roland Lescure) განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის დასტური „პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ამბიციისა, პოზიციონირება გაუკეთოს საფრანგეთს, როგორც წამყვან მიმართულებას ხელოვნური ინტელექტის ღირებულების მთელ ჯაჭვში“.
ამავდროულად, აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი იზრდება ეკოლოგიური პრობლემებისა და ელექტროქსელზე გავლენის გამო. მიუხედავად ამისა, SoftBank-მა მანამდე ოჰაიოშიც დააანონსა ახალი მონაცემთა ცენტრის პროექტი, რომელიც 9.2 გიგავატიანი ბუნებრივი აირის ელექტროსადგურით იკვებება.
წყარო: techcrunch.com






