
ინვესტორების ინტერესი Ramp-ის მიმართ 2025 წლის განმავლობაში არ განელებულა და როგორც ჩანს, 2026 წელი კორპორატიული ხარჯების მართვის startup-ისთვის კაპიტალის მოზიდვის კუთხით კიდევ ერთი წარმატებული წელი იქნება. The Wall Street Journal-ის წყაროების თანახმად, კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს დამატებით $750 მილიონის მოსაზიდად, რითაც მისი შეფასება (pre-money valuation) $40 მილიარდს გადააჭარბებს. თუმცა გარიგება ჯერ არ დასრულებულა და პირობები შესაძლოა შეიცვალოს.
Ramp-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ნოემბერში Ramp-მა $300 მილიონის მოზიდვის შესახებ განაცხადა, სადაც კომპანია შეფასდა $32 მილიარდად. რაუნდს Lightspeed ლიდერობდა. ივლისში კი Iconiq-ის ლიდერობით განხორციელებული $500 მილიონიანი Series E-2-ის შედეგად კომპანიამ $22.5 მილიარდიანი შეფასება მიიღო. ეს მოხდა სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც Founders Fund-მა $200 მილიონიანი Series E-ს ფარგლებში კომპანია $16 მილიარდად შეაფასა.
Ramp-მა შემოსავლების გენერირების კუთხითაც დიდ წარმატებას მიაღწია. ნოემბერში კომპანიის დამფუძნებელმა და CEO-მ, Eric Glyman-მა აღნიშნა, რომ Ramp-ის შემოსავალმა $1 მილიარდს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მან ერთ წელიწადში თავისი ფინანსური მაჩვენებლები გააორმაგა. Glyman აქტიურად უწევს პოპულარიზაციას AI ტექნოლოგიების ინტეგრაციას Ramp-ის პროდუქტებში: AI აგენტები ავტომატურად ბლოკავენ პოლიტიკის შეუსაბამო ტრანზაქციებს, ავლენენ თაღლითობას და სახსრებს საინვესტიციო ანგარიშებზე ანაწილებენ.
სწრაფი ზრდისა და AI-ს მსგავსი კომბინაცია ვენჩურული კაპიტალისტებისთვის (VC) აშკარად მიმზიდველია.
წყარო: techcrunch.com







