
პოპულარულმა AI გეითვეის შემქმნელმა, 2023 წელს დაარსებულმა სტარტაპმა OpenRouter-მა, $113 მილიონიანი Series B დაფინანსების რაუნდი დაასრულა, რომელსაც Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის საინვესტიციო ფონდი CapitalG ლიდერობდა. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპს ახალი შეფასება ოფიციალურად არ გაუმჟღავნებია, The New York Times-ის ინფორმაციით, მისმა პოსტ-მონეტარულმა ღირებულებამ $1.3 მილიარდს მიაღწია.
ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა წინა წელთან შედარებით, როდესაც PitchBook-ის მონაცემებით, კომპანიის ღირებულება $547 მილიონად ფასდებოდა. 2025 წლის ივნისში OpenRouter-მა $40 მილიონიანი Series A რაუნდი მოიზიდა Andreessen Horowitz-ისა და Menlo Ventures-ის ლიდერობით და Sequoia-ს მონაწილეობით.
უკანასკნელ პერიოდში AI ინდუსტრიამ ტრენინგიდან ინფერენსზე (inference) და ე.წ. „აგენტებზე“ გადაინაცვლა, რამაც OpenRouter-ის გეითვეიზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. პლატფორმა ეხმარება კომპანიებსა და დეველოპერებს, სხვადასხვა ამოცანისთვის შეარჩიონ ოპტიმალური მოდელები ხარჯების კონტროლისა და სიზუსტის გაზრდის მიზნით.
დღეს OpenRouter-ი ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს 400-ზე მეტ მოდელზე, მათ შორის Anthropic, Google, OpenAI, xAI და DeepSeek-ზე. კომპანია აცხადებს, რომ ჰყავს 8 მილიონი გლობალური მომხმარებელი და ყოველთვიურად 100 ტრილიონ ტოკენს ამუშავებს. ეს მაჩვენებელი ხუთჯერ აღემატება სულ რაღაც ექვსი თვის წინ არსებულ მონაცემებს.
OpenRouter-ის წარმატება აჩვენებს, რომ AI მოდელები მარტივად ჩანაცვლებადი ძრავები ხდება. კომპანიები არ აპირებენ კონკრეტულ მოდელებზე მიჯაჭვულობას (vendor lock-in), როგორც ეს SaaS პროვაიდერების შემთხვევაში ხდებოდა — მულტი-მოდელური მომავალი უკვე რეალობაა.
წყარო: techcrunch.com







