OpenAI-მ პერსონალური ფინანსების AI startup Hiro შეიძინა

OpenAI-მ პერსონალური ფინანსების startup-ი Hiro Finance შეიძინა. ამის შესახებ დამაარსებელმა Ethan Bloch-მა ორშაბათს განაცხადა, ინფორმაცია კი TechCrunch-ს OpenAI-მაც დაუდასტურა. კომპანიას ზურგს უმაგრებდნენ წამყვანი fintech VC კომპანია Ribbit, ასევე General Catalyst და Restive.

გარიგების პირობები არ საჯაროვდება. იმის გათვალისწინებით, რომ Hiro 20 აპრილს ოპერაციებს აჩერებს და 13 მაისს სერვერებიდან ყველა მონაცემს წაშლის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ე.წ. acquihire-სთან (გუნდის შეძენის მიზნით კომპანიის ყიდვა).

Bloch-მა აღნიშნა, რომ Hiro-ს თანამშრომლები მასთან ერთად გადადიან OpenAI-ში. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა LinkedIn-ზე კომპანიასთან დაახლოებით 10 ადამიანია დაკავშირებული.

კომპანია 2023 წელს დაარსდა და თავისი AI ინსტრუმენტი დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩაუშვა. Hiro მომხმარებლებს AI-ზე დაფუძნებულ ფინანსურ დაგეგმვას სთავაზობდა. მომხმარებელს შეჰყავდა ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ხელფასი, ვალები და ყოველთვიური ხარჯები, აპლიკაცია კი სხვადასხვა სცენარს აანალიზებდა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.

აპლიკაცია სპეციალურად ფინანსური მათემატიკისთვის იყო გაწვრთნილი. მართალია, ისტორიულად მოდელებს უჭირდათ ზუსტი გამოთვლები, თუმცა ბოლო წლებში მოწინავე AI მოდელებმა საგრძნობლად გააუმჯობესეს მათემატიკური უნარები.

ეს გარიგება რამდენიმე მიზეზითაა საყურადღებო. Bloch-მა მანამდე დააარსა ციფრული ბანკი Digit, რომელიც 2021 წელს Oportun-ზე 200 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. გარდა ამისა, ეს არ არის პირველი ფინანსური აპლიკაცია, რომელიც OpenAI-მ შეიძინა. ვინაიდან OpenAI თავის ChatGPT-ს ბიზნესის ფინანსური გუნდებისთვის კარგ ინსტრუმენტად პოზიციონირებს, ლოგიკურია ამ მიმართულებით ტალანტების მოზიდვის სურვილიც.

შესაძლოა, ეს შენაძენი ემსახურებოდეს OpenAI-ს პოპულარიზაციას OpenClaw-ს მომხმარებლებშიც, რომლებიც ხშირად Claude-ს ანიჭებენ უპირატესობას (OpenClaw პოპულარული აგენტია ავტომატიზებული საფონდო ვაჭრობისთვის).

საინტერესო ფაქტი: Hiro იყო Bloch-ის მიერ ჩაშვებული რიგით მე-15 პროექტი. მანამდე მან წარმატებით გაყიდა Flowtown (SaaS ინსტრუმენტი) და Digit. ახლა კი თავისი უახლესი startup-ი OpenAI-ს მიჰყიდა — კომპანიას, რომელიც ზრდითა და დაფინანსებით რეკორდებს ხსნის.

წყარო: techcrunch.com