Microsoft-ის ახალი თაობის კვანტური ჩიპი სასარგებლო კვანტური გამოთვლების ეპოქას აახლოებს

გასულ წელს Microsoft-მა განაცხადა, რომ მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწია კვანტურ გამოთვლებში თავისი პირველი კვანტური პროცესორით, Majorana 1. მიუხედავად ფიზიკოსების სკეპტიციზმისა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა დღეს Majorana 2 წარადგინა — ტოპოლოგიური კვანტური ჩიპის მომდევნო თაობა.

Microsoft-ის განცხადებით, Majorana 2 შეიცავს კუბიტებს (კვანტური ინფორმაციის ერთეული), რომლებიც 1000-ჯერ უფრო საიმედოა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კვანტური გამოთვლების სტაბილურობისთვის, რაც ახალი მასალების გამოყენებისა და Microsoft Discovery-ს agentic AI-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

„Majorana 2-ის შესაქმნელად, Microsoft Quantum-ის გუნდმა გააუმჯობესა მასალების სტრუქტურა უფრო სტაბილური ტოპოლოგიური ფაზის მისაღებად,“ განმარტავს ჩეტან ნაიაკი, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი კვანტური აპარატურის მიმართულებით. „Majorana 2-ში Majorana 1-ის ზეგამტარი ალუმინი ჩანაცვლებულია ტყვიით, ხოლო ნახევარგამტარული აქტიური ზონა განახლებულია ინდიუმის არსენიდისა და ინდიუმის არსენიდის ანტიმონიდის კომბინაციით.“

მასალების გაუმჯობესება კუბიტების უკეთეს მუშაობას ნიშნავს. Majorana 1-ში კუბიტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1-დან 12 მილიწამამდე იყო, Majorana 2-ში კი ეს მაჩვენებელი 20 წამს აჭარბებს. ზოგიერთი კუბიტის სიცოცხლისუნარიანობა წუთზე მეტია, რაც Microsoft-ს აძლევს საფუძველს, რომ პრაქტიკული კვანტური კომპიუტერის შექმნის ვადა გაანახევროს და მიზნად 2029 წელი დაისახოს.

კომპანია ასევე უშვებს პლატფორმა Discovery-ს თავისი მომხმარებლებისთვის. Microsoft Discovery შექმნილია კვლევისა და განვითარების (R&D) პროცესებში agentic სამუშაო ნაკადების გამოსაყენებლად. მისი ლოკალური აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია GitHub-ზე მკვლევრებისთვის.

წყარო: theverge.com