
მაშინ, როდესაც AI სულ უფრო მეტად იპყრობს ინტერნეტს, Palo Alto-ში დაფუძნებულმა საძიებო სისტემა Kagi-მ, iOS-ისა და Android-ისთვის შექმნილი ახალი "Small Web" აპლიკაციების მეშვეობით, არაკომერციული და მხოლოდ ადამიანების მიერ შექმნილი ვებსაიტების კოლექცია მობილურ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომი გახადა. Kagi-ს განმარტებით, "Small Web" მოიცავს ინდივიდების მიერ შექმნილ საიტებს, როგორიცაა პერსონალური ბლოგები, ვებ-კომიქსები, დამოუკიდებელი ვიდეოები და სხვა.\n\nეს სწორედ ისეთი ტიპის რესურსებია, რომლებიც ადრეული ინტერნეტის საფუძველს წარმოადგენდა, სანამ მას რეკლამებზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელები და დიდი კორპორაციების მიერ კონტროლირებადი პლატფორმები დაეუფლებოდა. მსგავსი საიტების პოვნა დღევანდელ ინტერნეტში სულ უფრო რთული ხდება, რადგან კონტენტის დიდი ნაწილი AI-ის მიერაა გენერირებული ან მასთან მჭიდრო კავშირშია.\n\nსაძიებო startup-მა "Small Web" ინიციატივა თავდაპირველად 2023 წელს წამოიწყო, რათა მსგავსი კონტენტისთვის ძიების შედეგებსა და სპეციალურ ვებსაიტზე პოპულარიზაცია გაეწია. მარტში კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ძალისხმევას ბრაუზერის ექსთენშენებით, მობილური აპლიკაციებითა და შედეგების კატეგორიების მიხედვით გაფილტვრის ფუნქციით აფართოებს.\n\nSmall Web ვებსაიტი თანამედროვე StumbleUpon-ს წააგავს, რადგან ის შემთხვევითობის პრინციპით აჩვენებს შერჩეულ საიტებს, შემდეგ კი "next" ღილაკზე დაჭერით სხვა საიტზე გადასვლის საშუალებას გაძლევთ. StumbleUpon-ის მსგავსად, მიზანი მომხმარებლებისთვის ინტერნეტის იმ ნაწილების აღმოჩენაში დახმარებაა, რომლებიც სხვაგვარად შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩენოდათ.\n\nკატეგორიების დამატებით, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეზღუდონ ძიება მხოლოდ მათთვის საინტერესო თემებით Kagi-ს ინდექსში არსებული 30,000-ზე მეტი "Small Web" საიტიდან.\n\nეს ფუნქციები ასევე ხელმისაწვდომია Kagi-ს ახალ მობილურ აპლიკაციებში iOS-ისა და Android-ისთვის, ისევე როგორც ბრაუზერის ექსთენშენებში. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რა ტიპის კონტენტის ნახვა გსურთ, მაგალითად: ვიდეოები, ბლოგები, კოდების რეპოზიტორები თუ კომიქსები. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბოლოს ნანახი ან პოპულარული საიტების სია და წაიკითხოთ ისინი ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე (distraction-free mode). გარდა ამისა, შეგიძლიათ შეინახოთ საყვარელი საიტები და სტატიები მოგვიანებით დასაბრუნებლად.\n\nმიუხედავად იმისა, რომ ინდი-ვების ნაკლებად ტრაფიკიანი ნაწილების უფრო ხილვადობის ინიციატივა დასაფასებელია — განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც AI-ით გენერირებული კონტენტი ადამიანის შემოქმედებად საღდება — Kagi-ს ზოგიერთი მომხმარებელი ჩივის, რომ Small Web პროდუქტი საკმარისად შორს არ მიდის.\n\nსადისკუსიო ფორუმზე Hacker News, ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ Kagi ზღუდავს არჩევანს იმ საიტებით, რომლებსაც აქვთ RSS feed-ები და ახალი პოსტები, რითაც გამორიცხავს უნიკალურ, ერთჯერადი დანიშნულების საიტებს ან ექსპერიმენტულ გვერდებს. სხვა მომხმარებელი იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც წააწყდა სავარაუდო "Small Web" საიტს, რომელიც საეჭვოდ ჰგავდა AI-ს მიერ დაწერილს.\n\nმიუხედავად ამისა, ადამიანების მიერ კურირებული და დაწერილი ვებკონტენტის კონცეფცია შესაძლოა ღირებული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ Kagi-ს თავდაპირველი იდეა, გამხდარიყო Google-ის ალტერნატივა პრემიუმ, ფასიანი საძიებო სისტემის შეთავაზებით, არ გაამართლებს.\n\nამასობაში, ადამიანებს შეუძლიათ შესთავაზონ ახალი საიტები Small Web-ს მისი GitHub გვერდის მეშვეობით.
წყარო: techcrunch.com



