
AI კოდირების კომპანია Cursor-მა ამ კვირაში ახალი მოდელი, Composer 2 წარადგინა, რომელიც უმაღლესი დონის კოდირების ინტელექტს გვპირდებოდა.
თუმცა, X-ის მომხმარებელმა, სახელად Fynn-მა, მალევე აღმოაჩინა, რომ Composer 2 სინამდვილეში Kimi 2.5-ზე იყო დაფუძნებული დამატებითი reinforcement learning-ით. Kimi 2.5 არის open source მოდელი, რომელიც ჩინურმა კომპანია Moonshot AI-მ გამოუშვა (Alibaba-სა და HongShan-ის მხარდაჭერით). Cursor-ს თავის საწყის განცხადებაში Kimi საერთოდ არ უხსენებია.
Cursor-ის დეველოპერების განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა Lee Robinson-მა დაადასტურა ეს ფაქტი და აღნიშნა: "დიახ, Composer 2 შეიქმნა open-source ბაზაზე, თუმცა საბოლოო მოდელზე დახარჯული გამოთვლითი რესურსის (compute) მხოლოდ 25% მოდის ბაზაზე, დანარჩენი ჩვენი ტრეინინგის შედეგია." ამის გამო, ის ამტკიცებს, რომ Composer 2-ის წარმადობა Kimi-სგან მკვეთრად განსხვავდება.
Robinson-ის თქმით, Cursor-მა Kimi სალიცენზიო პირობების სრული დაცვით, Fireworks AI-სთან ავტორიზებული კომერციული პარტნიორობის ფარგლებში გამოიყენა. Kimi-ს ოფიციალურმა ანგარიშმაც დადებითად შეაფასა მათი მოდელის გამოყენება და მხარდაჭერა გამოუცხადა open model ეკოსისტემას.
ჩინური ბაზის დამალვა შესაძლოა ნაწილობრივ უკავშირდებოდეს აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე ე.წ. AI შეიარაღების რბოლას, რაც ხშირად ეგზისტენციალურ დაპირისპირებად აღიქმება. თუმცა, Cursor-ის თანადამფუძნებელმა Aman Sanger-მა საჯაროდ აღიარა: "ჩვენი მხრიდან ბლოგში Kimi-ს ბაზის თავიდანვე არდასახელება შეცდომა იყო. შემდეგი მოდელისთვის ამას აუცილებლად გამოვასწორებთ."
წყარო: techcrunch.com



