
კანადურმა AI უნიქორნმა, Cohere-მა გერმანულ საწარმოო AI კომპანია Aleph Alpha-სთან შერწყმის შესახებ განაცხადა.
FT-ის ცნობით, გარიგების დასრულების შემდეგ, ახლად ჩამოყალიბებული კომპანიის შეფასება 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს. CNBC იტყობინება, რომ Aleph Alpha-ს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი, Schwarz Group, დამატებით 600 მილიონ დოლარს დააბანდებს Cohere-ის Series E რაუნდში, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დაიხურება.
AI-ის კომერციულ ბაზარს, რომელიც ამჟამად კონსოლიდაციის აქტიური პროცესებით ხასიათდება, კვლავ სილიკონ ველის მსხვილი მოთამაშეები დომინირებენ.
ოფიციალური განცხადების თანახმად, გაერთიანების მთავარი მიზანია ბიზნესებსა და მთავრობებს ტექნოლოგიური გიგანტებისგან დამოუკიდებელი, უსაფრთხო ალტერნატივა შესთავაზოს. კანადისა და გერმანიის ტალანტების გაერთიანებით, ისინი ნამდვილი "ტრანსატლანტიკური AI გიგანტის" შექმნას ისახავენ მიზნად.
წყარო: techcrunch.com







