Arm-ის პირველი CPU Meta-ს AI მონაცემთა ცენტრებში მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება

ათწლეულების განმავლობაში ჩიპების დიზაინის მხოლოდ ლიცენზირების შემდეგ, ბრიტანულმა კომპანია Arm-მა საკუთარი წარმოების პირველი ჩიპი და მისი პირველი მომხმარებელი წარადგინა. Arm AGI CPU შექმნილია AI ინსტრუმენტების ქლაუდ-პროცესინგისთვის. მისი პირველი მომხმარებელი Meta იქნება, რომელსაც საკუთარი AI ჩიპების გამოშვების კუთხით გარკვეული გამოწვევები ჰქონდა.

Meta აცხადებს, რომ ის წამყვანი პარტნიორი და თანაშემქმნელია. კომპანია გეგმავს მონაცემთა ცენტრის CPU-ების რამდენიმე თაობაზე იმუშაოს, რომლებსაც Nvidia-ს და AMD-ს აპარატურასთან ერთად გამოიყენებს. Arm-ის სხვა კლიენტებმა (Amazon AWS, Microsoft, Google და სხვა) კომპანიას სიახლე მიულოცეს, თუმცა მათ შორის არ იყო Qualcomm, რომელთანაც Arm-ს ლიცენზირების პირობებთან დაკავშირებით სასამართლო დავა ჰქონდა.

გარიგების ფინანსური დეტალები და ჩიპების ზუსტი რაოდენობა, რომლის გამოყენებასაც Meta გეგმავს, არ გახმაურებულა. Arm ამჟამად SoftBank-ის მფლობელობაშია.

Arm-ის განცხადებით, ახალი ჩიპი Neoverse პლატფორმაზე მუშაობს. მას ექნება 136-მდე ბირთვი თითო CPU-ზე და 64 CPU ჰაერით გაგრილებად სერვერულ თაროზე. AGI CPU ტრადიციულ x86 პროცესორებთან შედარებით ორჯერ მეტ წარმადობას გვთავაზობს თითო ვატზე და ამცირებს მეხსიერების შეფერხებებს.

Arm-ის ჩიპის სხვა მომავალ მომხმარებლებს შორის არიან Cerebras, Cloudflare, F5, OpenAI, Positron, Rebellions, SAP და SK Telecom. Arm-ის ქლაუდ AI-ს მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, მათი მიზანია შეთავაზონ ალტერნატივა იმ კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი პროცესორების შექმნა არ შეუძლიათ.

წყარო: theverge.com