Anthropic-ის 1.5 მილიარდიანი საავტორო უფლებების საქმე დასრულდა

Anthropic-მა ოფიციალურად დაასრულა საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გახმაურებული სასამართლო დავა. აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაამტკიცა 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა იმ ავტორებისა და გამომცემლებისთვის, რომლებმაც კომპანია მათი ნაშრომების უკანონო გამოყენებისთვის უჩივლეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულ ნაშრომზე კომპენსაციის სახით 3,000 დოლარი გაიცემა, რაც ჯამში დაახლოებით 500,000 ნამუშევარს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს აშშ-ის საავტორო უფლებების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა, ბევრი ავტორი მას გამარჯვებად არ მიიჩნევს.

საქმის არსი ორ ნაწილად იყოფა: მოსამართლემ დაადგინა, რომ AI მოდელების გაწვრთნა საავტორო უფლებებით დაცულ ტექსტებზე „სამართლიანი გამოყენების“ (fair use) პრინციპში ჯდება, რაც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტია. თუმცა, Anthropic-მა წიგნების მოპოვების უკანონო გზა გამოიყენა — კერძოდ, მეკობრული საიტებიდან ჩამოტვირთვა. კომპანიამ სასამართლო პროცესის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწია.

ეს გადაწყვეტილება არ ქმნის სავალდებულო იურიდიულ პრეცედენტს მთელი ინდუსტრიისთვის, რადგან საქმე სააპელაციო სასამართლომდე არ მისულა. შესაბამისად, Google-ის, Meta-ს, Midjourney-სა და OpenAI-ის წინააღმდეგ მიმდინარე მსგავსი დავები კვლავ აქტუალური რჩება და მოსამართლეებს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება აქვთ.

წყარო: techcrunch.com