Anthropic-ი Claude-თან OpenClaw-ს გამოყენებას ფაქტობრივად კრძალავს და მომხმარებლებს დამატებითი თანხის გადახდას სთხოვს

Claude AI-სთან OpenClaw-ს გამოყენება მნიშვნელოვნად ძვირდება Anthropic-ის ახალი პოლიტიკის გამო. 4 აპრილიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ Claude-ის გამოწერის ლიმიტების გამოყენებას მესამე მხარის ინსტრუმენტებისთვის, მათ შორის OpenClaw-სთვის. ამის ნაცვლად, მათ მოუწევთ pay-as-you-go მოდელის გამოყენება, რაც ძირითადი გამოწერისგან დამოუკიდებლად დაერიცხებათ.

ვინაიდან OpenClaw-ს შემქმნელი, Peter Steinberger, ახლა OpenAI-ში მუშაობს, Anthropic შესაძლოა წაახალისებს მომხმარებლებს, გამოიყენონ კომპანიის საკუთარი ინსტრუმენტები, როგორიცაა Claude Cowork. Steinberger-ის თქმით, ის და Dave Morin ეცადნენ Anthropic-თან მოლაპარაკებას, მაგრამ ცვლილების მხოლოდ ერთი კვირით გადავადებას მიაღწიეს.

Anthropic-ის აღმასრულებლის, Boris Cherny-ს განცხადებით, მესამე მხარის ინსტრუმენტების მოხმარება აღარ დაიფარება Claude-ის სტანდარტული გამოწერით. ამ სერვისების გამოყენება კვლავ შესაძლებელია ფასდაკლებული პაკეტებით ან Claude API გასაღებით. მიზეზი Claude-ზე გაზრდილი მოთხოვნა და ინფრასტრუქტურაზე ზეწოლაა. კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლებს, რომლებიც უშუალოდ მათ პროდუქტებსა და API-ს იყენებენ.

კომპენსაციის სახით, მომხმარებლები მიიღებენ ერთჯერად კრედიტს ყოველთვიური გეგმის ღირებულების ოდენობით. შეგახსენებთ, რომ OpenClaw-მ პოპულარობა მიმდინარე წელს მოიპოვა, რადგან AI აგენტი ეფექტურად მართავს კალენდრებს, ელ-ფოსტას და ასრულებს რუტინულ დავალებებს, თუმცა პარალელურად დიდ დატვირთვას ქმნის Anthropic-ის ქსელზე.

წყარო: theverge.com