Alphabet-ის რეკორდული $85-მილიარდიანი კაპიტალის მოზიდვა Google-ის AI ბიზნესისთვის შესანიშნავი სიგნალია

თუ Alphabet-ის რეკორდული, 85 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების გაყიდვა ინვესტორების AI-ტექნოლოგიებისადმი ინტერესზე მიანიშნებს — და ეს ნამდვილად ასეა — შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ინვესტორების მადა დაუოკებელია.

Google-ის მშობელ კომპანიას თავდაპირველად 40 მილიარდი დოლარის სხვადასხვა კლასის აქციების გაყიდვა ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ კომპანიამ 45 მილიარდი დოლარი მოიზიდა, განაცხადა CEO სუნდარ პიჩაიმ. მყიდველებს შორის არის Berkshire Hathaway-ც, რომელმაც 10 მილიარდი დოლარის აქციები შეიძინა. Alphabet მომავალ კვარტალში კიდევ 40 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს, რაც ჯამში 85 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეს მაჩვენებელი აჭარბებს ბრაზილიური Petroleo Brasileiro SA-ს მიერ 2010 წელს დამყარებულ წინა რეკორდს (70 მილიარდი დოლარი). მართალია, ინვესტორები სტაბილური გიგანტის, Alphabet-ის აქციებს ყიდულობენ და არა დამწყები startup-ის, თუმცა ეს თანხა მიზნობრივად სწორედ AI მიმართულებისთვისაა განკუთვნილი. გასულ თვეში Google I/O-ზე პიჩაიმ აღნიშნა, რომ კომპანია წლის ბოლომდე 180-დან 190 მილიარდ დოლარამდე კაპიტალურ დანახარჯებს გეგმავს, ძირითადად AI ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა ცენტრებზე.

ეს წარმატება პოზიტიური სიგნალია მთლიანი AI IPO ბაზრისთვის, განსაკუთრებით Anthropic-ისა და OpenAI-ს სამომავლო გეგმების ფონზე. მომავალი 5 წლის განმავლობაში AI სექტორში თითქმის 8 ტრილიონი დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. მთავარი კითხვა, რომელიც ყველა IPO-ს მოლოდინში მყოფმა AI კომპანიამ უნდა დასვას, არის ის, თუ რამდენად დიდხანს შეძლებს საჯარო ბაზარი ამ მასშტაბის კაპიტალის ათვისებას.

წყარო: techcrunch.com