
გენერაციული AI-ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტენსიურმა შემოჭრამ საზოგადოებაში მზარდი პროტესტი გამოიწვია. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის, მერედით ბრუსარდის თქმით, მიუხედავად ტექნოლოგიური რევოლუციისა, მომხმარებელთა დიდი ნაწილი მას ნეგატიურად აღიქვამს. Gallup-ის კვლევის თანახმად, განსაკუთრებით 18-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანები მიიჩნევენ, რომ AI-ს მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.
უკმაყოფილების მთავარი მიზეზი თანხმობის არარსებობაა. მომხმარებლები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ მათი მონაცემები AI მოდელების წვრთნისთვის ნებართვის გარეშე გამოიყენება, ხოლო სხვადასხვა პლატფორმები მათთვის გაუაზრებელ და არასასურველ ფუნქციებს ნერგავენ. თუმცა, საზოგადოებრივი წნეხი უკვე იძლევა შედეგებს: LinkedIn-მა, Snapchat-მა და Substack-მა უკვე დაიწყეს AI-ის მიერ გენერირებული კონტენტის შეზღუდვა ან მარკირება. Google-მა და Meta-მ კი საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ კონკრეტული AI ფუნქციები გააუქმეს.
პროტესტი სცილდება ციფრულ სივრცეს და მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში გადაიზრდება, რაც გარემოსდაცვით და ეკონომიკურ შეშფოთებას უკავშირდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კოლექტიური მოქმედება და საჯარო წნეხი რჩება ყველაზე ეფექტურ ბერკეტად ტექნოლოგიური გიგანტების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად.
წყარო: wired.com






