AI ინფრასტრუქტურის პროვაიდერი Nscale IPO-მდე 3.5 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს

ბრიტანული AI ინფრასტრუქტურული კომპანია Nscale, რომელიც სულ ორი წლის წინ დაარსდა, შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლოს საჯარო გახდეს. მოსალოდნელი IPO-ს წინ კომპანია დამატებით 3.5 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია გეგმავს 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონვერტირებადი ობლიგაციების გაყიდვას, ხოლო დამატებით 2 მილიარდ დოლარს Nvidia-სგან მოიზიდავს. აღსანიშნავია, რომ Nvidia-მ მონაწილეობა მიიღო Nscale-ის B სერიის დაფინანსების რაუნდშიც, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ 1.1 მილიარდი დოლარი მიიღო. ეს რაუნდი ევროპის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ B სერიის დაფინანსებად დასახელდა.

AI ინფრასტრუქტურული სტარტაპები ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე სწრაფად ვითარდებიან, სადაც გამოთვლითი სიმძლავრე (compute) ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ რესურსად იქცა. Nscale-მა ცოტა ხნის წინ Anthropic-თან 45 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ინვესტორებს 103 მილიარდი დოლარის შემოსავლის პროგნოზს წარუდგენს, რაც დაფუძნებულია ხელმოწერილ საიჯარო ხელშეკრულებებზე და არა მიმდინარე გაყიდვებზე.

წყარო: techcrunch.com