
ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ახალი წესები გამოაქვეყნა, რომელთაგან რამდენიმე გენერაციული AI-ის გამოყენებას ეხება.
კინოხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის განცხადებით, ჯილდოზე წარდგენის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ შესრულებებს, რომლებიც ფილმის ტიტრებშია მითითებული და დადასტურებულად შესრულებულია ადამიანების მიერ, მათივე თანხმობით. ანალოგიურად, ნომინაციის მისაღებად სცენარი აუცილებლად ადამიანის ავტორობით უნდა იყოს შექმნილი.
აკადემია იტოვებს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ფილმში AI-ის გამოყენებისა და ადამიანის ავტორობის შესახებ.
ეს ცვლილებები იმ ფონზე ხდება, როცა მზადდება დამოუკიდებელი ფილმი Val Kilmer-ის AI-გენერირებული ვერსიით, AI „მსახიობი“ Tilly Norwood ყურადღების ცენტრშია, ხოლო ახალი ვიდეო მოდელები კინემატოგრაფისტების ნაწილში შეშფოთებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ AI-ის გამოყენება 2023 წლის მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვების ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი იყო.
ჰოლივუდის მიღმაც, გამომცემლებმა და მწერალთა ჯგუფებმა დაიწყეს AI-ით შექმნილი ნამუშევრების დაბლოკვა და მათი ჯილდოებიდან მოხსნა.
წყარო: techcrunch.com







