
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს შეაფასოს მძლავრი AI მოდელები მათ საჯარო გამოშვებამდე. ბრძანება მოუწოდებს AI კომპანიებს, ნებაყოფლობით წარადგინონ თავიანთი ახალი პროდუქტები ტესტირებისთვის გამოქვეყნებამდე 30 დღით ადრე. თავდაპირველი ვერსია 90-დღიან პერიოდს ითვალისწინებდა, თუმცა ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ ეს ვადა შემცირდა.
ტრამპი უფრო მკაცრი ბრძანების ხელმოწერას მაისის ბოლოს გეგმავდა, თუმცა პროცესი შეაჩერა სილიკონის ველის გავლენიანი ვენჩურული კაპიტალისტების, მათ შორის თეთრი სახლის ყოფილი AI მრჩევლის, David Sacks-ის კრიტიკის შემდეგ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ სურს ხელი შეუშალოს ამერიკულ კომპანიებს ჩინეთთან კონკურენციაში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბრძანება არ ითვალისწინებს სავალდებულო სახელმწიფო ლიცენზირებას ან ნებართვებს ახალი AI მოდელების შესაქმნელად.
გარდა ნებაყოფლობითი შეფასებისა, ახალი ბრძანება ავალებს იუსტიციის დეპარტამენტს, განსაკუთრებული პრიორიტეტი მიანიჭოს AI-ის გამოყენებით ჩადენილ კიბერდანაშაულებთან ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ გასულ დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა სხვა ბრძანებასაც, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ეროვნული AI პოლიტიკის შექმნას და შტატების დონეზე არსებული განსხვავებული რეგულაციების ჩანაცვლებას.
წყარო: techcrunch.com





