
მონაცემთა უსაფრთხოების სტარტაპი Cyera, რომელიც 2021 წელს დაარსდა, Evolution Equity Partners-ის ლიდერობით მინიმუმ $300-მილიონიანი საინვესტიციო რაუნდის დასრულებას აპირებს, რითაც მისი შეფასება $12 მილიარდს მიაღწევს. აღნიშნული გარიგება კომპანიას მისი ARR-ის (წლიური განმეორებადი შემოსავალი) 80-მაგჯერ შეაფასებს, რაც იმაზე მაღალი მულტიპლიკატორია, ვიდრე ბევრ სწრაფად მზარდ AI სტარტაპს აქვს.
წყაროების თანახმად, Cyera-ს წლიურმა შემოსავალმა (ARR) $150 მილიონს გადააჭარბა, თუმცა კომპანია ჯერ კიდევ შორს არის მომგებიანობისგან და თანხებს იმაზე სწრაფად ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს. ხარჯების დიდი ნაწილი გაყიდვების გუნდის გაფართოებასა და ახალი კადრების აყვანას ხმარდება — PitchBook-ის მონაცემებით, კომპანიამ წელს 500-ზე მეტი თანამშრომელი დაიქირავა.
ახალი რაუნდი სულ რაღაც ხუთი თვის შემდეგ იგეგმება მას შემდეგ, რაც Cyera-მ Blackstone-ის ლიდერობით $400 მილიონიანი Series F რაუნდი დახურა $9 მილიარდიან შეფასებაზე. მომავალი დაფინანსება კომპანიის მიერ მოზიდული კაპიტალის ჯამურ მოცულობას $2 მილიარდამდე გაზრდის. სტარტაპის მხარდამჭერებს შორის არიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Accel, Coatue, Lightspeed და Sequoia.
Cyera-ს პლატფორმაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რადგან კომპანიები ცდილობენ დაიცვან საკუთარი მონაცემები AI-ით შეიარაღებული ჰაკერებისგან. კომპანიის განცხადებით, მისი კლიენტები Fortune 500-ის მეხუთედს შეადგენენ. ბოლო თვეებში კომპანიამ მოზიდული კაპიტალი საოპერაციო ზარალის დასაფარად და სხვა კიბერუსაფრთხოების სტარტაპების (მათ შორის Ryft-ისა და Genie Security-ის) შესაძენად გამოიყენა.
წყარო: techcrunch.com





