Apple-ის სტრატეგია სმარტ სათვალეებზე: რატომ იმეორებს კომპანია სმარტ საათების წარმატებულ გზას?

Apple მხოლოდ Meta-სთან კონკურენციას როდი გეგმავს სმარტ სათვალეების ბაზარზე; კომპანიას სურს სრულიად გარდაქმნას სათვალეების ინდუსტრია, იტყობინება Bloomberg-ის ანალიტიკოსი Mark Gurman. როდესაც Apple Watch გამოვიდა, ის მხოლოდ Pebble-სა და Motorola-ს კი არ ეჯიბრებოდა, არამედ Swatch-ის, Fossil-ისა და Seiko-ს წინააღმდეგაც იყო მიმართული. მსგავსად ამისა, Apple-ის სმარტ სათვალეები კონკურენციას გაუწევს არა მხოლოდ Meta-სა და Samsung-ს, არამედ ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Oakley, Ray-Ban და Warby Parker $200-$500 ფასის ფარგლებში.

Apple Watch კომპანიისთვის ყოველწლიურად დაახლოებით $17 მილიარდის შემოსავალს გენერირებს, თუმცა სათვალეების ბაზარი კიდევ უფრო დიდი პრიზია. თუ საათების ბაზარი $132 მილიარდად არის შეფასებული, სათვალეების ინდუსტრია წლიურად $180-დან $200 მილიარდამდე ბრუნვას აღწევს.

აღსანიშნავია, რომ Apple არ გეგმავს ბაზრის ულტრა-პრემიუმ სეგმენტში შესვლას და Cartier-სა და Matsudato-ს მსგავს ბრენდებთან კონკურენციას ლუქს კლასში. კომპანიამ ერთხელ უკვე სცადა ძვირადღირებულ საათების ბაზარზე დამკვიდრება $10,000-იანი ოქროს Apple Watch-ით, თუმცა ამ მცდელობას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ამჯერად, Apple ფოკუსირებას ფართო მომხმარებელზე მოახდენს.

Gurman-ის თქმით: კომპანიას მიაჩნია, რომ მისი ძლიერი ბრენდი, ინდუსტრიული დიზაინი და iPhone-თან ინტეგრაცია აიძულებს მომხმარებლებს, ტრადიციული სათვალეების ნაცვლად Apple-ის პროდუქტი აირჩიონ. ამაში კომპანიას 2 მილიარდზე მეტი აქტიური მოწყობილობისგან შემდგარი ეკოსისტემა, გლობალური რითეილ ქსელი და AI ფუნქციონალი დაეხმარება, რომელიც ადამიანებს გარესამყაროსთან ინტერაქციას გაუადვილებს.

წყარო: theverge.com