გამარჯობა, მე ირაკლი ვარ!
შენი ფინანსების გზამკვლევი
მე დაგეხმარები მარტივად გაეცნო ფინანსურ პროდუქტებს და სწრაფად შეარჩიო საკრედიტო ბარათები, კრიპტო ბირჟები და ანაბრები.

რა არის კურატორი?
კურატორი სრულიად უფასო რესურსია, რომლის მიზანი საქართველოში ფინანსური განათლების ამაღლებაა. კარგი ფინანსური განათლება გეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც შენს ფინანსურ სტაბილურობასა და უკეთეს მომავალს განსაზღვრავს.



ხშირად დასმული კითხვები
რა არის საკრედიტო ბარათი?
საკრედიტო ბარათი არის პლასტმასის ან ლითონის თხელი მართკუთხა ნაჭერი, რომელიც გაცემულია ბანკის ან ფინანსური კომპანიის მიერ. საკრედიტო ბარათი მის მფლობელს საშუალებას აძლევს აიღოს სესხი პროდუქტის ან სერვისის ყიდვის მომენტალურად. საკრედიტო ბარათის გამოყენებით მომხმარებელი იყენებს ფინანსური ორგანიზაციის ფულს, იმ პირობით რომ გარკვეულ ვადაში დააბრუნებს ნასესხებ ფულს, დამატებით წინასწარ დადგენილ პროცენტსა და შეთანხმებულ გადასახადს, სრულად ან ნაწილობრივ დროთა განმავლობაში.
გაიგე მეტი საკრედიტო ბარათების შესახებ: ლინკი მალე დაემატება
შეარჩიე შენზე მორგებული საუკეთესო საკრედიტო ბარათები აქ.
რა არის სადებიტო ბარათი?
სადებიტო ბარათი არის საგადასახადო ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევს შეიძინო პროდუქტები და სერვისები ონლაინ ან პირდაპირ მერჩანტთან სწრაფად და მოხერხებულად. როდესაც იხდით სადებიტო ბარათით, ფული პირდაპირ თქვენი ბანკის ანგარიშიდან იჭრება, შესაბამისად თქვენ არ იღებთ სესხს და მას არ აქვს საპროცენტო განაკვეთი. სადებიტო და არა სადებეტო.
გაიგე მეტი სადებიტო ბარათების შესახებ: ლინკი მალე დაემატება
რა განსხვავებაა საკრედიტო ბარათსა და სადებიტო ბარათს შორის?
საკრედიტო ბარათი ისევე როგორც სადებიტო ბარათი გამოიყენება სწრაფი და მოხერხებული გადახდებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასნხვავება ის არის, რომ სადებიტო ბარათის გამოყენებისას არ იღებ ბანკისგან სესხს – ფულს რასაც ხარჯავ იჭრება შენი საბანკო ანგარიშიდან. შესაბამისად სადებიტო ბარათს არ აქვს საკრედიტო ლიმიტი და წლიური განაკვეთი.
რა არის კრიპტოვალუტა?
კრიპტოვალუტა ციფრული ფულის დეცენტრალიზებული სახეობაა. კრიპტოვალუტა არსებობს და მუშაობს ბლოქჩეინზე, რაც იგივე საჯარო ჩანაწერებია მრავალ კომპიუტერში მსოფლიოს გარშემო.
ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტებია ბითქოინი, რომელიც პირველი კრიპტოვალუტა იყო, და ეთერი, რომელმაც დანერგა დეცენტრალიზებული ფინანსები.
რა არის ბირჟა?
ბირჟა, იგივე საფონდო ბირჟა, არის ბაზარი სადაც ივაჭრება ფასიანი ქაღალდები, ძვირფასეულობები, და კრიპტოვალუტები.
საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობაში ხშირად მომხმარებელს ბროკერი ეხმარება. კრიპტოვალუტების ბირჟები კი მესამე პირის გარეშე ღიაა ყველა მომხმარებლისთვის.