ანაბრები

შეარჩიე შემნახველი ანაბარი ყველაზე მაღალი განაკვეთითა და მოქნილი პირობებით. დააგროვე თანხა სურვილების ასახდენად უფრო სწრაფად. 

ნახე რა განსხვავებაა ვადიან, შეგროვებად და მოთხოვნამდე დეპოზიტებს შორის, შემდეგ კი – აირჩიე საუკეთესო.

Curator-ყულაბა-e1658023123617.webp

შემნახველი ანაბარი არის ბანკში გახსნილი ანგარიში, რომელშიც მომხმარებელი ინახავს ფულს სხვადასხვა მიზნისათვის. დეპოზიტორი, ანუ ბანკის მომხმარებელი, ანაბარს ხსნის ფულის იმ რაოდენობით, რომლის გამოყენებასაც უახლოეს მომავალში არ გეგმავს. ფულის განთავსების სანაცვლოდ კი ფინანსური ორგანიზაცია დეპოზიტორს უხდის თანხას, რომელიც განისაზღვრება წინასწარ შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთით. 

ბანკისთვის ფულის მისესხება, ანუ ანაბრის გახსნა, ფულის ინვესტიციის ერთ-ერთი სახეა. ანაბარზე ფულის შენახვა დაბალ რისკიან ინვესტიციად ითვლება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბანკში ინვესტიციით კაპიტალის დაკარგვის შანსი საკმაოდ დაბალია.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დეპოზიტების სახეებია ვადიანი, ზრდადი, საბავშვო და სადეპოზიტო სერთიფიკატი.

არსებობს საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის მარტივი და რთული სახეები. პროცენტის მარტივი დარიცხვის გამოთვლა მარტივია – მაგალითად, შენ თუ განახორციელე 10 000 ლარის დეპოზიტი ბანკში გახსნილ ანაბარზე, რომელიც წლიურად 12%-ს გიხდის, შენ ერთ წელიწადში დაგერიცხება 1 200 ლარი და ჯამში გექნება 11 200 ლარი. რთული სახის პროცენტი გრძელ ვადაში უფრო მომგებიანია. თუ დაგროვების ინტერვალი ყოველთვიურია, საწყის თანხას ყოველთვიურად დარიცხული სარგებელი დაემატება და ისიც დაიწყებს სარგებლის დაგროვებას. მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ რაც უფრო ხშირად ხდება ამონაგების რეინვესტიცია, და ინახება დიდი ხნით, მით უფრო მაღალია მისი ეფექტური მოგებაც.

შეამოწმე თავად. შეიყვანე ანაბრის კალკულატორში რიცხვები და ნახე ჯამურად მისაღები თანხა განსხვავებული რეინვესტიციის ინტერვალებით – ყოველდღიური და ყოველწლიური. შემდეგ გაზარდე საპროცენტო განაკვეთი და ანაბრის ვადაც – შედეგით გაოცდები!

შეადარე საპროცენტო განაკვეთები

ქვემოთ მოცემულია საქართველოში მოქმედი ფინანსური ორგანიზაციების მიმდინარე ეფექტური განაკვეთები 3, 6, 12 და 24-თვიან ვადიან დეპოზიტებზე ლარში სარგებლის პერიოდის ბოლოს გატანისას. გაითვალისწინე, რომ განაკვეთები ცვალებადია, ამიტომ გადადი ორგანიზაციის საიტზე და შეამოწმე პირობები ანაბრის გახსნამდე.

ფინანსური ორგანიზაცია3 თვე6 თვე12 თვე24 თვებმული
ლიბერთი ბანკი11.8411.6711.511.52შემოწმება
რებანკი12.4812.7312.4112.59შემოწმება
კრედო ბანკი11.311.4511.8512.6შემოწმება
სილქ როუდ ბანკი9.89.79.759.4შემოწმება
იშ ბანკი10.6511.0411.2511.35შემოწმება
საქართველოს ბანკი11.4111.2511.1110.92შემოწმება
თიბისი ბანკი10.9210.8811.110.99შემოწმება
ხალიკ ბანკი8.89.4610.510.45შემოწმება
ქართუ ბანკი8.248.689.259.64შემოწმება

გაიგე მეტი ანაბრების შესახებ

ანაბარი მომხმარებლის მიერ ფინანსურ ინსტიტუტში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხაა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი.

როდესაც ანაბარს გახსნი და მასზე თანხას განათავსებ, ფინანსური ინსტიტუტი ამ ფულს გაასესხებს სხვაზე, უფრო მაღალი განაკვეთით. მსესხებელი საწყისი კაპიტალის დაბრუნებასთან ერთად დააბრუნებს დამატებით თანხას. ეს ნამატი საპროცენტო განაკვეთია, რომლის წილიც შენ გეკუთვნის.

მაგალითად: შენ ბანკს მისცემ 1 000 ლარს. ბანკი ამ ფულს გაასესხებს წლიურ 12%-ად. ერთ წელიწადში ბანკი შენ დაგიბრუნებს 1 000 ლარს, პლუს 10%-ს, ჯამში 1 100 ლარს. 2% კი საკომისიოდ დარჩება ბანკს. 

ვადიანი ანაბარი არის ანაბრის ერთ-ერთი სახე. ვადიან ანაბარს აქვს წინასწარ განსაზღვრული ხანგრძლივობა, ხშირად 3 თვიდან 24 თვემდე ვადით. ვადიანი დეპოზიტის გახსნისას ანგარიშზე შეგაქვს თანხა, რომელსაც ვადის გასვლის შემდეგ იბრუნებ. ანაბრის ეს სახე საუკეთესოა თუ არ აპირებ დროთა განმავლობაში დეპოზიტზე თანხის დამატებას, რადგან ხშირად ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ ამ სახის ანაბარს ერიცხება.

დაგროვებადი ანაბარი არის ანაბარი, რომელსაც მომხმარებელი დროთა განმავლობაში ამატებს ფულს. ზრდადი ანაბარი საუკეთესოა მათთვის ვინც ანაბარზე თანხის პერიოდულად დამატებას აპირებს. დაგროვებად ანაბარს

მოთხოვნამდე ანაბარი არის უვადო უვადო ტიპის დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება სარგებელი მის დახურვამდე. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს დაამატოს თანხა ან დახუროს ანგარიში. ანაბრის ეს სახე საუკეთესოა მათთვის ვინც არ აგროვებს ფულს კონკრეტული მიზნისთვის, მაგრამ სურს გადადოს ფული “შავი დღისთვის”.

სადეპოზიტო სერტიფიკატი არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ჰგავს ვადიან ანაბარს. არსებობს სადეპოზიტო სერტიფიკატის ორი სახე – საპროცენტო და დისკონტური. საპროცენტო სადეპოზიტო სერთიფიკატი ვადიანი ანაბარის მსგავსია. დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატს კი მომხმარებელი ყიდულობს იმაზე ნაკლებად რასაც ვადის გასვლის დროს მიიღებს.

მაგალითად: 1 000 ლარიანი დისკონტური სერტიფიკატის საყიდლად გადაიხდი 900 ლარს, ვადის გასვლისას კი ბანკი დაგიბრუნებს 1 000 ლარს. ანუ, შენ დაგერიცხება 100 ლარი სარგებელი, რომელიც დაახლოებით წლიურ 11%-ს განაკვეთს უდრის.

ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი არის სარგებელი რომელსაც მიიღებ წლიურად შენი თანხის გასესხებისთვის. “ეფექტური” განაკვეთი ითვალისწინებს სხვადასხვა ასოცირებულ ხარჯებსა თუ გავლენებს, რამაც შეიძლება შეცვალოს განაკვეთი. მაგალითად, თუ ბანკი გთავაზობს 12% ეფექტურ წლიურ განაკვეთს, 1000 ლარის გასესხებისას წლის ბოლოს მიიღებ 120 ლარს და ჯამში გექნება 1120 ლარი.

რთული დარიცხვა დეპოზიტზე თანხის ავტომატურად რეინვესტიციას გულისხმობს. რთული დარიცხვისას სარგებელი ერიცხება არა მარტო შენს ძირ თანხას, არამედ მის მიერ უკვე დარიცხულ სარგებელსაც. მაგალითად, თუ შენს მიერ გასესხებულ 1000 ლარს დაერიცხა 50 ლარის სარგებელი წინა თვეს, რთული დარიცხვის გამო, შემდეგ თვეს სარგებელი დაანგარიშდება 1050 ლარზე და იქნება 52.5 ლარი 50-ის ნაცვლად.