კრიპტო

კრიპტოვალუტა ბლოქჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ციფრული აქტივია. კრიპტოვალუტა ჩვეულებრივი ფულისგან რადიკალურად განსხვავდება – კრიპტო არის ექსკლუზიურად ვირტუალური ვალუტა, მას არ ჰყავს ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

Curator-ბითქოინი-2.webp

გაიგე მეტი კრიპტოს შესახებ

კრიპტოვალუტა არის ციფრული ვალუტა, რომელიც არსებობს მხოლოდ ინტერნეტში. კრიპტო დეცენტრალიზებულია და მას არ ჰყავს ცენტრალური მაკონტროლებელი. კრიპტოვალუტის გამოყენება შესაძლებელია ონლაინ გადახდებისას ან ინვესტიციის სახით.

ბითქოინი არის პირველი კრიპტო ვალუტა, რომელიც მუშაობს დეცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაზე, ანუ ბლოქჩეინზე. ბითქოინი საშუალებას გაძლევს მიიღო ან გაგზავნო თანხა ნებისმიერ პირთან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მხოლოდ კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებით. ბითქოინი არის პირველი საზოგადოებრივი ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურა – ხელმისაწვდომი ყველასთვის, რომელიც არ არის მართული რომელიმე ორგანიზაციის ან სახელმწიფოს მიერ.

თანხის გადასარიცხად საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი, ინტერნეტი, და კრიპტო საფულე. კრიპტოვალუტის მისაღებად, შესანახად ან გასაგზავნად არ გჭირდება ფინანსური ორგანიზაციისა თუ სახელმწიფორგან ნებართვის მიღება. ანგარიშებს შორის განხორციელებული ტრანზაქციები ინახება ბლოქჩეინზე. ბითქოინის შემთხვევაში, დაახლოებით 10 წუთში ერთხელ, დადასტურების მოლოდინში მყოფი ტრანზაქციები პრიორიტეტისდა მიხედვით ახალ ბლოკში იყრიან თავს და ბლოქჩეინს ემატებიან.

ბლოკჩეინი არის ინფორმაციის შენახვის დეცენტრალიზებული სისტემა. ფინანსური ტრანზაქციების ისტორიის შესანახად კრიპტოვალუტები იყენებენ ბლოკჩეინს. ბლოკჩეინი ჰგავს ჟურნალს, სადაც ყველა გვერდი ბლოკს წარმოადგენს. ყველა გვერდზე კი ჩამოწერილია ტრანზაქციები, რომლებიც დამოწმებულია მაინერების მიერ.

მაინინგი ეწოდება კრიპტო ტრანზაქციების დამოწმების პროცესს. ბითქოინის მაინინგის დროს, ყოველი ახალი ბლოკის აღმოჩენისას იქმნება რამდენიმე ახალი ბითქოინი და ახლად გამოშვებული ბითქოინი საჩუქრად ეძლევა მაინერს (კომპიუტერს), რომელმაც პირველმა იპოვა და დაამოწმა ბლოკი.

კრიპტოვალუტების ყიდვა ყველაზე მარტივად კრიპტო სავაჭრო ბირჟაზეა შესაძლებელი. ნახე ზუსტი ინსტრუქცია თუ როგორ იყიდო და ივაჭრო კრიპტოვალუტებით აქ.

ციფრული აქტივების შენახვა შეგიძლია ბირჟაზე, ან შენს საკუთარ ცხელ ან ცივ საფულეში. ნახე კრიპტო საფულეებს შორის სხვაოებები და შეარჩიე საუკეთესო საფულე აქ.

კრიპტოს სწრაფი გადაცვლა მარტივად

გადაცვალე კრიპტო აქტივები სწრაფად და მარტივად, თანაც დამატებითი საკომისიოების გარეშე! 

  1. აირჩიე კრიპტოვალუტები რომლის გადაცვლაც გინდა
  2. მიუთითე რაოდენობა 
  3. დააჭირე “Exchange” ღილაკს
  4. შეიყვანე კრიპტოს მისამართი სადაც გინდა მიიღო კრიპტო
  5. გააგზავნე კრიპტო მოცემულ მისამართზე და დაელოდე ტრანზაქციის დასრულებას

მას შემდეგ, რაც შენს მიერ გამოგზავნილი ტრანზაქცია ბლოკჩეინზე დადასტურდება, მითითებულ მისამართზე მიიღებ კრიპტოს.

კრიპტოს ყიდვისთვის კარგი დროა? - შიშისა და სიხარბის ინდექსი

კრიპტო ბაზარი ძალიან არასტაბილური და ემოციურია. როდესაც ბაზარი იზრდება და ფასები მაღლა მიდის ხალხში სიხარბე იღვიძებს. სიხარბე კი ხელს უწყობს სპეკულაციებსა და ბუშტის წარმოქმნას. ბუშტი საბოლოოდ ყოველთვის სკდება, რის გამოც მრავალი ინვესტორი დაზარალებული რჩება.

მსგავსი რამ ხდება როდესაც ფასები იკლებს – ხალხს შიში იპყრობს. შიშის გამო კი მასა არარაციონალურად ყიდის აქტივებს, რაც კიდევ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს ფასზე და აქტივის ფასიც განაგრძობს ვარდნას.

წინამდებარე გრაფა წარმოადგენს შიშისა და სიხარბის ინდექსს, რომელიც გვაჩვენებს ახლანდელ სენტიმენტს კრიპტოვალუტების გარშემო. არსებობს ორი მარტივი ვარაუდი:

  1. უკიდურესი შიში (extreme fear) შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ინვესტორები ძალიან შეშფოთებულები არიან. ეს კი შეიძლება ყიდვის კარგი შესაძლებლობა იყოს.
  2. უკიდურესი სიხარბე (extreme greed) – როდესაც ბაზარზე სიხარბე იზრდება სავარაუდოდ ბაზარი გამოსწორებას აპირებს და ფასების კორექციაც მალე მოხდება. 

შეარჩიე კრიპტო სავაჭრო ბირჟა (იქსჩეინჯი)

თუ კრიპტოთი ვაჭრობა გადაწყვიტე, ამისთვის დაგჭირდება სავაჭრო ბირჟა. ბირჟები ერთმანეთისგან განსხვავდება მრავალი ფუნქციითა და მახასიათებლით, მაგალითად ვაჭრობის, ჩარიცხვისა და განაღდების საკომისიოებით, ვაჭრობის მოცულობითა და სხვა. ზოგი ბირჟა მომხმარებელს ზღუდავს ვაჭრობისა და განაღდების ლიმიტებით. ზოგი კი ქართველებს საერთოდ არ აძლევს რეგისტრაციის უფლებას.

ჩვენ შევაფასეთ მრავალი კრიპტო ბირჟა და ვიპოვეთ საუკეთესოები. გარდა ამისა, მივუთითეთ პრომო ლინკები რომლებიც რეგისტრაციისას ბონუსებს იძლევა.

ბირჟაკურატორის რეიტინგილარის მარკეტებივაჭრობის საკომისიობონუსი პრომო ლინკით რეგისტრაციისასსარეგისტრაციო ლინკი
oks logo
OKX
⭐ 4.4/5არა-0.005%-დან 0.1%-მდე$10,000-მდე პრიზირეგისტრაცია
binance logo
Binance
⭐ 4.2/5არა0.015%-დან 0.1%-მდე10% ფასდაკლება ვაჭრობის საკომისიოზერეგისტრაცია
cryptal logo
Cryptal
⭐ 4.0/5კი0.25%50 ლარი ბონუსი 350 ლარის კრიპტოს ყიდვისასრეგისტრაცია
cex logo
CEX
⭐ 3.9/5არა0%-დან 0.25%-მდეჯერჯერობით არაფერირეგისტრაცია
mycoins logo
MyCoins
⭐ 3.3/5კი0%
+ 4-8% (სპრედი)
50%-ით შემცირებული სპრედირეგისტრაცია

გაეცანი სტატიებს

სად და როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტები?

ამ სტატიაში გაიგებ სად და როგორ უნდა იყიდო კრიპტოვალუტები უსაფრთხოდ. აქ მოყვანილი ილუსტრაციები დაგეხმარება მარტივად მიჰყვე ნაბიჯებს, რომ წარმატებით იყიდო და ბირჟიდან გამოიტანო კრიპტოვალუტები.

როგორ შევინახო კრიპტო უსაფრთხოდ?

ამ სტატიაში გაიგებ როგორ მოუარო შენს ციფრულ ქონებას სწორად და თავიდან აირიდო კრიპტოვალუტების დაკარგვა, ჰაკერების ან თაღლითობების გამო.