საკრედიტო და სადებეტო ბარათებით ანგარიშსწორება ყველაზე გავრცელებული მეთოდებია საქართველოში. ერთი შეხედვით საკრედიტო და სადებეტო ბარათები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს – ორივე თხელი პლასტიკური ბარათია, რომლითაც შეგიძლია რამე იყიდო. მაგრამ მათ შორის არის არაერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. გაეცანი ორივეს და გადაწყვიტე შენთვის რომელია უკეთესი.
მთავარი განსხვავება სადებეტო ბარათებსა და საკრედიტო ბარათებს შორის არის ის, რაც ხდება ფარდის უკან ყოველი ტრანზაქციისას. სადებეტო ბარათით გადახდისას თანხა იჭრება შენი ბანკის ანგარიშიდან ეგრევე. საკრედიტო ბარათით გადახდისას კი რეალურად მცირე, მოკლევადიან სესხს იღებ ბანკისგან, რომელსაც თვის ბოლოს უკან უბრუნებ ბანკს.
რომელი ჯობია, საკრედიტო თუ სადებეტო ბარათით ანგარიშსწორება?
ორივე ბარათს აქვს თავისი დადებითი მხარე. ზოგისთვის სადებეტო ბარათი ჯობია საკრედიტოს, ზოგისთვის კი – პირიქით. მოდი მთავარ განსხვავებებზე ვისაუბროთ.
- საკრედიტო ბარათით შეგიძლია გადაიხადო მაშინაც კი, როდესაც ანგარიშზე ფული არ გაქვს – საკმაოდ მოსახერხებელი გამოსავალი უხერხული სიტუაციების დროს.
- სადებეტო ბარათებით უფრო მარტივია ბიუჯეტის კონტროლი და ვალის დაგროვებისგან თავის არიდება – რაც არ გაქვს იმას ვერ დახარჯავ. საკრედიტო ბარათზე კი შეიძლება დაგიგროვდეს არასასურველი ვალი, თუ სწორად ვერ გააკონტროლებ შენს ხარჯებს.
- საკრედიტო ბარათით ყოველი ტრანზაქცია უფრო დაცულია თაღლითებისგან – თუ ვინმე ფულის მოპარვას შეეძლება, საქმე ბანკთან ექნებათ, და არა შენთან.
- სადებეტო ბარათები გაიცემა მარტივად, თითქმის ყველაზე. საკრედიტო ბარათის აღება კი შეზღუდულია მათთვის, ვისაც აქვს სტაბილური ხელფასი, და დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ისტორია.
- საკრედიტო ბარათები გეხმარება საკრედიტო ისტორიის შექმნაში, რაც მომავალისთვის შეიძლება გამოსადეგი იყოს.
- სადებეტო ბარათებს ხშირად დაბალი, ან არანაირი მომსახურების საკომისიო არ აქვთ. საკრედიტო ბარათებს კი – ხშირად პირიქით.
- საკრედიტო ბარათებს ხშირად აქვთ ლოიალურობის პროგრამა, რომელიც უფრო მეტს იძლევა ვიდრე სადებეტო ბარათები.
მოდი შევაჯამოთ. ორივე, საკრედიტო და სადებეტო ბარათებით შეგიძლია გადაიხადო მაღაზიებში და სხვა მომსახურე ობიექტებში, მაგრამ მათ შორის არის რამდენიმე (ზემოთ ხსენებული) განსხვავება, რაც გასათვალისწინებელია ყველა მომხმარებლისთვის. თუ გაინტერესებს, რატომ ჯობს საკრედიტო ბარათის გამოყენება სადებეტოს გამოყენებას, წაიკითხე სტატია აქ.