სად და როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტები?

ამ სტატიაში გაიგებ სად და როგორ უნდა იყიდო კრიპტოვალუტები უსაფრთხოდ. აქ მოყვანილი ილუსტრაციები დაგეხმარება მარტივად მიჰყვე ნაბიჯებს, რომ წარმატებით იყიდო და ბირჟიდან გამოიტანო კრიპტოვალუტები.

თუ კრიპტოვალუტების ყიდვა გადაწყვიტე კურატორი დაგეხმარება სწორად განახორციელო ინვესტიცია და გაიგო მეტი თუ როგორ ივაჭრო კრიპტოთი სწორად.

სანამ კრიპტოს ყიდვის ნაბიჯების ახსნაზე გადავალთ აუცილებელია შევეხოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, ესენია: ბირჟის ლეგალურობა, უსაფრთხოება, საკომისიოები და შეზღუდვები.

არსებობს ასობით კრიპტო ბირჟა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ბირჟაა ისეთი, რომელსაც შეგიძლია ენდო. კურატორის კრიპტოვალუტების ბირჟების მიმართ სკეპტიციზმის ბევრი მიზეზი არსებობს. სწორედ ამიტომ ყურადღებით შევარჩიეთ ისეთი “იქსჩეინჯები” რომლებიც საქართველოში ლეგალურად ოპერირებენ, აქვთ უსაფრთხოების ზომების მაღალი დონე და მისაღები საკომისიოები. გაითვალისწინე, რომ ქვემოთ მოცემული ლინკები შეიძლება იყოს აფილირებული სისტემის ნაწილი, რისი გამოყენების შემთხვევაში კურატორიც და შენც დასაჩუქრდები შეღავათებითა და ბონუსებით.

ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებელია სწორად აარჩიო შენზე მორგებული ბირჟა. გაითვალისწინე ის კრიპტო აქტივები რომლის ყიდვაც გინდა, რადგან შესაძლოა რომელიმე ბირჟაზე არ ივაჭრებოდეს. შემდეგ ყურადღება მიაქციე საკომისიოებს. რაც უფრო დაბალი მოსაკრებელი აქვს ბირჟას, მით უკეთესი. 

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუ დიდი რაოდენობით ინვესტირებას აპირებ, ვაჭრობის დაბალი მოცულობის გამო შესაძლოა პრობლემა შეგექმნას. დიდი ფულით ვაჭრობისას აუცილებელია გაიგო შეზღუდვების შესახებ – შეიძლება ბირჟა გზღუდავდეს კრიპტოს გამოტანის ან ფიატის (ლარის, დოლარის) შეტანის ლიმიტით.

ნაბიჯი 1. ბირჟის არჩევა

კრიპტოს საყიდლად პირველი და უმთავრესი ნაბიჯი კრიპტო ბირჟის არჩევაა. გადახედე შემდეგ ბირჟებს და აარჩიე ის რომელიც დაგაინტერესებს ყველაზე მეტად.

Binance დღესდღეობით ყველაზე ლიკვიდური ბირჟაა. სტატიის წერის მომენტში აქ ივაჭრება 365 ვალუტა 1461 წყვილში. ბაინენსზე საკომისიოები ზომიერია.

binance logo

დარეგისტრირდი Binance-ზე ამ ღილაკით და დაიბრუნე საკომისიოს 10% ყოველ ნავაჭრზე.

Cryptal ქართული ბირჟაა, რომელიც რეგიონში გამოირჩევა თავისი ინოვაციურობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს იქსჩეინჯი ზემოთ ჩამოთვლილებთან შედარებით მცირე ზომისაა, ის ყველაზე კარგადაა მორგებული ქართველების საჭიროებებს. განსაკუთრებით მოსაწონია ბარათით თანხის განაღდების ფუნქცია, რომელიც ფიქსირებულად სულ რაღაც ერთი ლარი ღირს. ბირჟის საკომისიოები ნორმაზე მაღალია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე თუ როგორი კომფორტული სერვისი აქვს ქართველებისთვის.

cryptal logo

დარეგისტრირდი Cryptal-ზე და მიიღე 50 ლარი ბონუსი 350 ლარის კრიპტოს ყიდვისას.

ნაბიჯი 2. რეგისტრაცია და ვერიფიკაცია

როდესაც სასურველ ბირჟას შეარჩევ რეგისტრაციის გავლისას თავიდან მოგიწევს მარტივი ინფორმაციის შეყვანა, როგორიცაა შენი სახელი და გვარი, იმეილი, შესაძლოა მობილურის ნომერიც, და ძლიერი პაროლი. როდესაც ამ ველებს შეავსებ, მოგივა ვერიფიკაციის კოდი იმეილზე ანდა ტელეფონის ნომერზე. შეიყვან კოდს და რეგისტრაციასაც წარმატებით დაასრულებ.

ხშირ შემთხვევაში თავიდან ვაჭრობის მცირე ლიმიტი გექნება, სანამ შენს იდენტობას ოფიციალურად დაადასტურებ. ამისთვის პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი დაგჭირდება. ზოგიერთმა ბირჟამ შეიძლება შემოსავლის წყაროს და საცხოვრებელი მისამართის მითითება მოგთხოვოს.

გაფრთხილება: ეცადე ყოველთვის დაადასტურო რომ სწორ ვებსაიტზე ხარ, მაგალითად: binance.com, cryptal.ge და არა სხვა მიახლოებულ თაღლითურ საიტზე. ასევე ეცადე თავი აარიდო ოფიციალური დოკუმენტების დაუფიქრებლად გაზიარებასა და კომპიუტერში დაუცველად შენახვას.

ნაბიჯი 3. ფულის შეტანა

კრიპტოვალუტის საყიდლად მოგიწევს სხვა სახის ფულის შეტანა, როგორიცაა დოლარი, ევრო ან ლარი. თუ უკვე გაქვს კრიპტოვალუტა, შეგიძლია ისიც ჩარიცხო და სავაჭროდ გამოიყენო.

ბირჟაზე ფულის ჩარიცხვის ყველაზე მარტივი მეთოდი საბანკო ბარათის გამოყენებაა, მაგრამ ამ მეთოდს ხშირად მაღალი საკომისიო ართავს თან. შედარებით ნელი, მაგრამ უფრო უსაფრთხო და სავარაუდოდ ბევრად იაფი მეთოდია საბანკო გადარიცხვა SWIFT-ით. აქვე დავამატებ, რომ მცირე თანხის გადარიცხვისთვის ბარათის გამოყენება შეიძლება უმჯობესი იყოს. ეს იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრანზაქციას აქვს ფიქსირებული 10-დან 50 დოლარამდე (გააჩნია ბანკს) მოსაკრებელი, მაშინ, როცა ბარათს 2-დან 5%-მდე საკომისიო ახლავს თან.

ნაბიჯი 4. ტრანზაქციის განხორციელება

თანხის ბირჟაზე შეტანა კრიპტოვალუტის ყიდვას არ ნიშნავს. ყიდვისთვის საჭიროა განახორციელო ტრანზაქცია შენს არჩეულ წყვილზე. მაგალითად, თუ ბითქოინის ლარით ყიდვა გინდა იპოვე BTC-GEL წყვილი (1), შემდეგ იპოვე ყიდვის ტაბლო და აირჩიე “Market Order” (2), ველში (3) ჩაწერე რამდენის ყიდვა გინდა, მაგალითად 0.015 BTC, შემდეგ კი გაუშვი შეკვეთა ყიდვის (Buy) (4) ყილაკზე დაჭერით.

ქვემოთ ნაჩვენებია კრიპტალის ბირჟაზე ბითქოინის ლარით ყიდვის ინსტრუქცია. ყურადღება მიაქციე ციფრების თანმიმდევრობას და ყიდვის დადასტურებამდე რამდენჯერმე გადაამოწმე სისწორე.

ტრანზაქცია დასრულდება მაშინ როდესაც შენი ყიდვის მოთხოვნა შეივსება ვინმე გამყიდველის მიერ. “Market Order” სწორედ იმისთვის მოვნიშნეთ, რომ ყიდვის მოთხოვნა შეივსოს დაუყოვნებლივ. შენი ნავაჭრები შეგიძლია ნახო “Trade History”-ში (5).

ნაბიჯი 5. კრიპტოვალუტის გამოტანა

როდესაც კრიპტოს შესყიდვას დაასრულებ, შენ შეგიძლია აქტივები დატოვო ან გამოიტანო ბირჟიდან. კურატორი გირჩევს კრიპტოვალუტის იქსჩეინჯიდან გამოტანასა და მათ დაცულად შენახვას საკუთარ ციფრული აქტივების საფულეში.

კრიპტოს გამოსატანად იპოვე “საფულე” (1), შეარჩიე აქტივი რომლის გამოტანაც გინდა, ამ შემთხვევაში ბითქოინი (2). შემდეგ დააჭირე გატანის ტაბლოს (3). მისამართის ველში (4) ჩაწერე შენი ბითქოინის საფულის მისამართი. მიუთითე რამდენის გამოტანა გინდა რაოდენობის ველში (5). გადაამოწმე ინფორმაციის სისწორე, და დააჭირე გატანის ღილაკს (6).

შესაძლოა ბირჟამ მოგთხოვოს გამოტანის ტრანზაქციის დადასტურება უსაფრთხოების მიზნით, ესემესის გამოგზავნით, 2FA კოდის ან პაროლის შეყვანით. მას შემდეგ რაც დაადასტურებ მოთხოვნას, მოგივა შეტყობინება გამოტანის მოთხოვნასთან დაკავშირებით. დაელოდე რამდენიმე წუთი და გამოტანილი აქტივი საფულეში აისახება.

დასკვნა

კრიპტოვალუტის საყიდლად საჭიროა მიჰყვე შემდეგ ნაბიჯებს:

  1. აარჩიე სასურველი კრიპტო ბირჟა, მაღალი ლიკვიდურობითა და უსაფრთხოების სტანდარტით.
  2. დარეგისტრირდი საიტზე და გაიარე ვერიფიკაცია.
  3. შეიტანე ფული საბანკო გადარიცხვით ან ბარათის გამოყენებით.
  4. განახორციელე ყიდვის ტრანზაქცია სასურველ წყვილზე, მაგალითად BTC/GEL (ბითქოინის ლარით ყიდვა) ან ETH/USD (ეთერის დოლარით ყიდვა).
  5. გამოიტანე კრიპტოვალუტები ბირჟიდან და შეინახე საკუთარ საფულეში უსაფრთხოდ.

ესეც ასე, შენ მზად ხარ კრიპტოს საყიდლად. წარმატებებს გისურვებ!

თუ ეს სტატია მოგეწონა, გაუზიარე შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში!

განაგრძე კითხვა:

როგორ შევინახო კრიპტო უსაფრთხოდ?

ამ სტატიაში გაიგებ როგორ მოუარო შენს ციფრულ ქონებას სწორად და თავიდან აირიდო კრიპტოვალუტების დაკარგვა, ჰაკერების ან თაღლითობების გამო.